პარიზში ეძებენ მამაკაცს, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, მარადიული ცეცხლიდან სიგარეტს მოუკიდა

The Guardian-ის ცნობით, პარიზში ეძებენ მამაკაცს, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, მარადიული ცეცხლიდან სიგარეტს მოუკიდა. კაცს ვიდეო ლატვიელმა ტურისტმა გადაუღო და TikTok-ზე ატვირთა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საფრანგეთის ვეტერანთა მინისტრის განცხადებით, დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რადგან ცეცხლის ალი სიგარეტისთვის არ არის განკუთვნილი და ის მილიონობით ჯარისკაცის მიერ გაღებული მსხვერპლის სიმბოლოა.