“ ამ ღიმილით გიმახსოვრებ, იცოდე ზური”

დავით ჟორჟოლაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ზური, მადლობა შენ და მოვლანათა სვლას, შენი თანამებრძოლი რომ გამხადეთ! – რადიო ასექვსი, რომელიც შენ შექმენი ბნელეთის გასანათებლად, ნამდვილი ბრძოლა იყო… სწრაფვა მეტი სინათლისკენ. მადლობა ამ წლების მანძილზე გამოჩენილი ზრუნვისთვის… ჰუმანურობის გაკვეთილებისთვის, პროფესიული გამოცდილებისთვის, რომელსაც შენს გვერდით ყოფნის ყოველ წამს ვიღებდი.
მწამს, რომ ეს შენი ბოლო მიწიერი ბრძოლაც სინათლით სრულდება… საიქიო სინათლით… ესაა რომ, შენი საყვარელი ოჯახის, მშობლების და მეგობრების ტკივილით… და ყველაფრის პასუხად ღიმითით შენს სახეზე. ამ ღიმილით გიმახსოვრებ, იცოდე… ზური.

დაგვტოვა ზურა ჭელიძემ.
პანაშვიდები- სამშაბათი,ოთხშაბათი 5 საათიდან – შარტავას 18, პირველი სადარბაზო (ბულაჩაურის ქუჩიდანაც არის შესასვლელი). გამოსვენება ხუთშაბათს 3 საათზე – უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან.”

ზური, მადლობა შენ და მოვლანათა სვლას, შენი თანამებრძოლი რომ გამხადეთ! – რადიო ასექვსი, რომელიც შენ შექმენი ბნელეთის…

Posted by David Zhorzholadze ZhoRa on Tuesday, August 12, 2025