“5 000 ლარზე ვთქვი უარი და უფასოდ მოვაღებ პირს ახლა ფეისბუქში?”

,,ზუსტად 400-მა ადამიანმა მომწერა პირადში, გვითხარი რააა, ვინ იყო ის გოგო, ვის გამოც ფარული კონვერტი დაწვიო. თქვენ მე დებილი ხომ არ გგონივართ? ანუ 5 000 ლარზე ვთქვი უარი და უფასოდ მოვაღებ პირს ახლა ფეისბუქში?”, – დაწერა ქუთაისელმა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ ფეისბუქში.

საქმე ისე არის, რომ ია ფარულავას გადაცემა ,,ფარული კონვერტის” სტუმარი იყო, მაგრამ კონვერტი არ გახსნა. ია ფარულავას თქმით, კონვერტში იყო ცნობილი მსახიობი ქალის სახელი და გვარი, რომლის მიმართაც უდიდესი გრძნობა და სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა.

-ფული ისეც არ მიყვარს, რომ ეს კონვერტი გავხსნა. მასაც შვილები ჰყავს, მეც შვილი მეზრდება… სამწუხაროდ, ვერ გავხსნი, – უპასუხა დათო ლიკლიკაძემ ია ფარულავას.