ტელეწამყვანი ნანუკა ხაზარაძე მამის ვიდეოს აქვეყნებს, წარწერით: გზავნილი დედას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზარაძის მამა, ალცჰაიმერით არის დაავადებული და პანსიონატში ცხოვრობს. ის ვიდეოში დედას მიმართავს და ამბობს, რომ კარგად არის და ბევრს აჭმევენ.
„დედა მე საოცარ ხალხთან ვცხოვრობ. ბევრს მაჭმევენ, გაძლიერებულ კვებაზე ვარ, ასე რომ შენ წყნარად იყავი, გამხდარი არ ვარ. ბაღში ვვარჯიშობ. უკვე გაიგეს ეს ნანიკო ხაზარაძის მამაა და ერთმა ქალმა „ჯიგარი ხარ ნანიკოო“ ასე მითხრა და ძალიან გამიხარდა“,- ამბობს ნანიკოს მამა.