ბელა ჰადიდი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოდელია და წლებია, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მას ლაიმის დაავადება აქვს. ისევე, როგორც მის ძმას და დედას.
ბელა ჰადიდმა ინსტაგრამზე გამოაცხადა, რომ ლაიმის დაავადებისთვის ჩვეული პერიოდული გართულების გამო, საზოგადოების თვალთახედვიდან დროებით გაქრა. 28 წლის სუპერმოდელმა ფოტოების სერია გააზიარა კლინიკიდან. „ბოდიშს გიხდით, ამდენ ხანს რომ დაგტოვეთ“, – წერს ის.