“დაწყებით კლასებში სულ ასე მქონდა“ – ალექსანდრა პაიჭაძემ იმიჯი შეიცვალა

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს.

მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც. ალექსანდრამ იმიჯი შეიცვალა – მან თმა შეიჭრა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში კარეს ხშირად ატარებდა: „მოგეწონეთ?  მე ვეგუები ნელნელა. დაწყებით კლასებში სულ ასე მქონდა“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა:

„2019 წლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ… გულწრფელად რომ ვთქვა – ცოტა რთულია და დამაბნეველიც“.