”ნუკი კოსმეტიკსის გოგოები ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ პარიზში“

ნუკი კოშკელიშვილი პარიზის მოდის კვირეულიდან ვიდეოს აქვეყნებს.

”ნუკი კოსმეტიკსის გოგოები ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ პარიზში! 🌟✨
მათ დაიპყრეს პაპარაცების გულები და მთელი ყურადღება მიიპყრეს. უკან, კულისებში მესმოდა როგორ კითხულობდნენ ყველა მათზე — ვინ არიან ეს მშვენიერი, თავდაჯერებული ქალები?

გოგოებო, ეს მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ გჯერათ საკუთარი თავის, შრომობთ და თავდაჯერებულად მიდიხართ თქვენს გზაზე — ყველაფერი გამოგივათ! 💫
არასოდეს იფიქროთ, რომ რაღაცას არ იმსახურებთ ან თქვენი ოცნებები ძალიან შორსაა. თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენ გვჯერა თქვენი და ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ — ნუკი კოსმეტიკსი. 💖“-წერს ნუკი.