მეგან მარკლის დედა გავლენიანი ორგანიზაციის დირექტორი გახდა

დორია რეგლანდი – 64 წლის ქალბატონი, რომელიც იოგას ინსტრუქტორი გახლდათ, საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი ქალიშვილი – მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შთამომავალს გაჰყვა ცოლად.

 

 

ცნობილი ქალბატონი ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში იმ ფაქტიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ ის ბევერლი-ჰილზში დაფუძნებული კომპანიის Loving Kindness-ის დირექტორად დაინიშნა. კომპანიის მთავარი მიზანი ხანშიშესულთათვის შესაბამისი გარემოპირობების შექმნაა, შესაბამისად, ამ პოზიციაზე ინსტრუქტორის დანიშვნამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია დაიმსახურა.