“დედაჩემი ბერძენია, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთი და მქონდა ემოციური კავშირი”

მოდელი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გაიცნო. მან საუცხოო გარეგნობით მალევე მოახერხა ხალხის გულების დაპყრობა.

 

ანა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ინსტაგრამზე მას, დაახლოებით, 125 ათასამდე გამომწერი ჰყავს. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და, ამასთან, გოგონებს უზიარებს, თუ რა მეთოდებით უვლის თავს.

 

ამჯერად ანამ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.

 

ერთ-ერთი კითხვა ანასა და საბერძნეთის ურთიერთობას შეეხებოდა. ანას თქმით, დედამისი საბერძნეთიდანაა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ბავშვობიდან აქვს.

 

– როგორია თქვენი ურთიერთობა საბერძნეთთან და გადახვალთ თუ არა საცხოვრებლად?

 

– დედაჩემი ბერძენია და ჩემი ახლობლები იქ ცხოვრობენ, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთი და მქონდა ემოციური კავშირი. ამ ზაფხულის მთელი შვებულება იქ გავატარე და ეს მართლაც განსაკუთრებული იყო”, – პასუხობს ანა.