“გულით და სულით შენთან ვარ, თუ ვერ მოვედი, მიყვარხარ“

30 სექტემბერს მომღერალ ხატია წერეთლის დაბადების დღეა. მას უამრავმა ადამიანმა მიულოცა იუბილე, მათ შორის ქართული შოუბიზნესის ამომავალმა ვარსკვლავმა გია სურამელაშვილმა და დიზაინერმა გიორგი მასხულიამ.

გილოცავ ხატი ჩემო საყვარელო გულით და სულით შენთან ვარ, თუ ვერ მოვედი მიყვარხარ“,- წერს გია სურამელაშვილი.

მომღერლისთვის თბილი სიტყვები მასხულიამაც არ დაიშურა და მეგობარს ბედნიერი წლები უსურვა.

„გილოცავ ჩემო უკარგესო დაბადების დღეს, მინდა სულ ესეთი ჩახუტებულები ვიყოთ, შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ… შემოდგომის თვეს დაიბადე, მაგრამ შემოდგომის თვეს შენ ასხივებ შენივე პოზიტიურობით, სილამაზითა და ქალური შარმით… მინდა ბედნიერება გისურვო და ლაღი ცხოვრება, შენს შვილთან ერთად და საყვარელ ადამიანებთან ერთად,“– წერს გიორგი მასხულია.

ხატია წერეთელი ქართული შოუბიზნესის ყველაზე ეპატაჟური წევრია. მისი თითოეული კლიპი გამოშვებისთანავე ყველაზე პოპულარული ხდება და ინტერნეტ სივრცეს იპყრობს.

მის სიმღერებს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა იუმორისტულ ვიდეოსა და „ქოუბში“.

ბოლო დროის ყველაზე განხილვადი საკითხი, მისი სასიყვარულო რომანი იყო. მომღერალი მასზე უმცროს მეწყვილესთან იმედა ვახტანგიშვილთან ერთად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მიუხედავად კრიტიკისა ისინი დღემდე ერთად არიან და თავს კარგად გრძნობენ.