ექიმი და პოეტი ნინო ქოქოსაძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ისრაელში ცხოვრობდა, წერს, რომ 51 წლის ქალი (ქართველი ებრაელი) კორონავირუსით გარდაიცვალა.
ქოქოსაძე აღნიშნავს, რომ ინფიცირებულს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა და ორკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
“მეგობრებო, ვისაც არ გჯერათ ამ ვერაგი ვირუსისგან გამოწვეული დიდი საფრთხის და აქილიკებთ ექიმებს…დღეს, ისრაელში გარდაიცვალა 51 წლის ქალბატონი (ქართველი ებრაელი). მას არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონდა. იავადმყოფა ორი კვირა.
წეღან მეუღლის თხოვნა გამოქვეყნდა, სამძიმარზე ნუ მოხვალთო… კოშმარში ვცხოვრობთ. არავინ იცის რა გველის…
გთხოვთ, ნუ მოადუნებთ ყურადღებას, ნუ გეგონებათ რომ საფრთხე არ არსებობს” – წერს ნინო ქოქოსაძე სოციალურ ქსელში.