“მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო…” – მარიამ როინიშვილისა და ვახო კანდელაკის სიყვარულის ლამაზი ამბავი

მარიამ როინიშვილი ცოტახნის წინ მეორე შვილის დედა გახდა და ასე თუ ისე მოუწია კარიერას ჩამოშორებოდა. ამჯერად მარიამმა შემეცნებით-გასართობ პროექტში “ზმნა” ისაუბრა, როდის შეძლებს დაუბრუნდეს პროფესიულ გზას:

“პროფესიული კუთხით ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მცალია ისე, რომ თავით გადავეშვა პროფესიისკენ. ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილების სახით, არც მაქვს ამაზე ფიქრის დრო, მაგრამ ძველი, რაც აქამდე მქონდა, მიუზიკლები, რაც კირამდე იყო ჩემს ცხოვრებაში ისევ გრძელდება და არის, თუმცა ჯერჯერობით კონცენტრირებას ვერ ვახდენ. სიმართლე გითხრათ არც მაქვს დიდად სურვილი, ჯერ სხვა რამით ვარ დაინტერესებული და გართული” – ამის შესახებ ისაუბრა მარიამმა შემეცნებით-გასართობ პროექტზე “ზმნა”.

ამასთან მარიამმა ისაუბრა წონის კლებაზეც:

“ფორმაში ჩადგომის პროცესში ვარ, რადგან ჯერ არ მაქვს ბოლომდე დაკლებული ის კილოგრამები, რაც მოვიმატე. გულწრფელად, რომ ვთქვა ბევრი არ მქონდა მომატებული, სულ მქონდა 11 კილო. ვისაც ღამის თევა გვიწევს, ცოტა რთულად მიდის წონის კლების პროცესი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად სძინავს კირას, შესაბამისად მეც მიჭირს წონასთან გამკლავება, მაგრამ ნელ-ნელა ჩავდგები ფორმაში და საბოლოოდ მივიღებ იმ წონას რაც ვიყავი”, – ისაუბრა მარიამმა.

მარიამ როინიშვილი მეუღლესა და ოჯახზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევაა: 

 

“მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.

 

საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია. ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს”.

ვახო კანდელაკი: არიან წყვილები, რომლებიც ამას აფიშირებენ, ბევრი რამ სააშკარაოზე გამოაქვთ. არიან წყვილები, რომლებიც ცდილობენ, ეს თავისთვის შეინახონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს შვილები და არ გვინდოდა, საზოგადოებიდან რაღაც წნეხი ზედმეტად ეგრძნოთ. საზოგადოება, რაღაც მომენტებში, აგრესიულია და ვეცადეთ, ეს აგრესია ნაკლები ყოფილიყო ჩვენ მიმართ. სოციალურ ქსელებში უცხო ადამიანების კომენტარებს იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ ჩვენი ფოტოების ქვეშ რაც მინახავს, ძირითადად, სულ პოზიტიური კომენტარებია”.