ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონ ძალოსან ლაშა ტალახაძეს საკუთარ დაბადების დღეზე მეორე შვილი შეეძინა.
ელენე ტალახაძე დღეს 2 ოქტომბერს გაჩნდა.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე, ანა დემურია მეორე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი ბავშვი, მარიამ ტალახაძე 2018 წელს შეეძინა.