„ერთხელ მივედი საავადმყოფოში, რომ ოპერაცია გამეკეთებინა…”

„ერთხელ მივედი საავადმყოფოში, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. რომ ამწონეს და 140 კილო ვიყავი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად მქონდა. ოპერაცია არ გავიკეთე, მოვიფიქრებ-მეთქი, ექიმს ვუთხარი და წამოვედი. იმ პერიოდში პანდემიაც დაიწყო და სწორედ მაშინ დავისახე მიზნად, 20 კილო დამეკლო, მაგრამ 80 კილო დავიკელი…

ჩემი დიეტა წამებასთან არ იყო დაკავშირებული. ბათუმში ყოფნის დროს აჭარულსაც ვჭამდი, მაგრამ ეს არ იყო ყოველდღე და ერთი მთლიანი ხაჭაპური. დილის 10 საათზე ვჭამდი ყველაფერს, რაც სახლში მქონდა, საღამოს 4 საათზე ცილას ვიღებდი. საჭმლის ულუფები შევამცირე. მსუყე საკვებს ყოველდღე არ ვიღებდი…“ – ამბობს ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი იაკო ჭალაგანიძე ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში.