გიორგი ყიფშიძეს ყოფილი ცოლი, ენი გასიევა “პრაიმ ტაიმთან” შვილებზე საუბრობს.
“ოჯახის დანგრევამ ძალიან დიდი სტრესი და ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი და რესტარტი გამეკეთებინა. არც ჩემი და არც გიორგის ინიციატივით არ მომხდარა ეს. ენერგია დამძიმდა და ამ ყველაფრის შედეგად ბოლოს, როგორც ბომბი ისე აფეთქდა. ნახევარი წლის წინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ახლაც დალაგების პროცესს გავდივარ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე ვიყავი. ძალიან ბევრი პრობლემა გამოვიარე, მაგრამ ახლა ბევრად უფრო მხნედ დავბრუნდი.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბავშვები ერთი წამითაც არ მიმიტოვებია, ეს არის სრული აბსურდი. თუმცა ამაზე მე არავის პასუხს არ გავცემ, ვფიქრობ ყველაფერი ისედაც ნათელია. მე და გიორგი, რომ დავშორდით, არ მქონდა სახლი, ახლა უკვე მაქვს და მამაჩემის ბინაში ვცხოვრობ. რაც შეეხებათ ბავშვებს, ისინი, როგორც ჩემთან ისე გიორგისთანაც არიან. ხუთ წელიწადში ერთხელ შეიძლება ისეთი პერიოდიც დაგიდგეს სახლი არ გქონდეს, არც დასარჩენი. მერჩივნა მამასთან ყოფილიყო ბავშვი, რადგან ვიცი, რომ უსაფრთხოდ არის. ამ პერიოდში დღიურ სახლებში და დაქალებთან ვრჩებოდი, თან ბავშვებსაც ქუჩაში ვერ ვატარებდი. მინდა ჩემი შვილები მაქსიმალურად კომფორტში იყვნენ, რაც მე გამოვიარე არ მინდა ბავშვებმაც იგივე გადაიტანონ. ჩემთან როგორც არიან, ისე არიან გიორგისთანაც. გიორგი ფიქრობს, რადგან ერთად აღარ ვცხოვრობთ, ფიქრობს ბავშვები მივატოვე, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაფრის მიუხედავად გიორგი არის ჩემი მეგობარი, რაც არ უნდა ქნას და როგორც არ უნდა გადაწყვიტოს და თქვას, რომ მე ბავშვები მივყარე,რაც სრული აბსურდია, ნებისმიერ მომენტში, რაც არ უნდა სჭირდებოდეს სულ მის გვერდით ვარ. გიორგის ვერ დავუკარგავ, ძალიან ბევრი, რამ აქვს ჩემთვის გაკეთებული.
ზურასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგი ადამიანი და იგივე შემიძლია ვთქვა ლელაზე. როცა მიჭირდა მაშინაც გვერდში მედგნენ.
პირადში არანაირი სიახლე არ მაქვს, მარტო, რომ ვარ მომწონს. ჩემს თავს ვუვლი, უფრო მეტი განვითარება მაქვს ჩემს საქმეში, ამ ეტაპზე მომწონს როგორც ვარ და არ მინდა არაფერი ახალი,” – ამბობს ენი გასიევა.