“ზუსტად ერთი წლის წინ დილით შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი”

კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ფაქტს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება.

რაჭველმა ყანჩელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა და დაწერა თუ როგორ უჭირს ყანჩელის მონატრებით ცხოვრება.

„ზუსტად ერთი წლის წინ დილით შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი…

აწი მხოლოდ ვგრძნობ მას და მის შექმნილ შედევრებს ვასრულებ. მე გამიმართლა, რომ მუდამ შემიძლია შევეხო გია ყანჩელის სულიერ სამყაროს, მაგრამ ტკივილისა და მონატრების გრძნობას ვერაფერი ამსუბუქებს…“, – წერს რაჭველი.