ცნობილი დიზაინერი, სხვადასხვა პროექტის მონაწილე მაკა კვიციანი მეოთხე შვილს ელოდება. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ანუკი არეშიძის ბრენდის წვეულებიდან, სადაც უკვე შესამჩნევად ეტყობა მუცელი.
მაკა და ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი 22-ე წელია ქორწინებაში არიან. 2023 წელს აღნიშნეს ქორწინების 20 წლის იუბილე.
წყვილს სამი ვაჟი ჰყავს და ახლა კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან.