ნოდიკო ტატიშვილი გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც თავისი პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გულახდილად ისაუბრებს.
როგორც ანონსიდან ვიგებთ, მომღერლის ინტერვიუ საკმაოდ ემოციური იქნება.
„ნელ-ნელა მივხვდით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ვერც აგიხსნი ეს რა შეგრძნებაა. ძალიან ცუდად ვიყავი. ბედნიერების იქით, კიდევ არის ძალიან დიდი სევდა. ჩემს კოლეგებთან ამ ამბებზე არასდროს მისაუბრია. არავის არ უნდა სხვა ქვეყანაში გადახვეწა, რადგან ყველა თავის ქვეყანაშია ბედნიერი“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.