“ზღვარი ხომ არსებობს, არ დაგღალათ ჭორაობამ?“

„ეს გაცხადება ყველას არ ეხება, ეხება მხოლოდ მათ, ვინც ჭორებს ავრცელებს.

ზედმეტად ხომ არ ყოფთ ცხვირებს სხვის ცხოვრებაში? მესმის, რომ მთელი საქართველო მიცნობს, არ მიკვირს, მაგრამ არ დაგღალათ ჭორაობამ? ზღვარი ხომ არსებობს? თან სხვის პირად ცხოვრებაში რომ ერევით, რა უფლებით?

ისე, რომ იცოდეთ, ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენგან განსხვავებით. საკუთარ აბლანდულ ცხოვრებას მიხედეთ და შემდეგ იჭორავეთ სხვებზე”, – წერს სოციალურ ქსელში მოდელი და ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე.