ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მთავარი Mtavari თქვენ ხართ უსინდისოები და უნამუსოები, მართლა არ მეგონა, ამასაც თუ იკადრებდით! ირაკლი მათიკაშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ხელოვნებას, უამრავი ჯილდო აქვს დამსახურებულად მიღებული. იკითხეთ მაინც ვინმესთან. უამრავი თაობა ჰყავს გამოზრდილი დამსახურებულ ლოტბარს, მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს ქართველი ხალხისგან. თუმცა, თქვენთვის ხომ ყველაფერი სხვაგვარად იზომება. წლების შრომა, თავდადება და თავგანწირვა შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით დაუკარგოთ ადამიანს. ყვარელში ხელოვნება, და მით უფრო ფოლკლორი, დღეს თუ ცოცხალია, ამ კაცის დამსახურებაა და ვის აყვედრით, რას საყვედურობთ თქვე უჯიშოებო!
რა გამოდის, რომ თუ ვინმე ვინმეს ნათესავია, ხაზს ვუსვამთ მის შრომას და დამსახურებებს? ჯერ ხელოვანი იყო ბატონი ირაკლი და მერე გახდა დავით მათიკაშვილი ოცნების წევრი.
უჯიშოებო თქვენ!”