“ორი წლის წინ, იმედით სავსე გულით და სტუდენტური სესხით, ინდოეთი პირველად დავტოვე”

“ორი წლის წინ, იმედით სავსე გულით და სტუდენტური სესხით, ინდოეთი პირველად დავტოვე. ნიუ-იორკში ჩამოვედი New York University -ში რომ მესწავლა და შემექმნა ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდი. ერთი წლის წინ, Atlantic Avenue -ს მეტროს სადგურში, ჩემთან მოვიდა შოუინ ბიშოპი და მოდელობა შემომთავაზა. თავიდან უარი ვუთხარი, შემდეგ მითხრა, რომ მოდელობით სესხის დაფარვას შევძლებდი, ასე იქცა ჩემი უარი თანხმობად.

მან ჩემი ფოტოები ანიტა ბიტონს გადაუგზავნა. ანიტას დახმარებით, მეთიუ ბლაზის წინ აღმოვჩნდი. მეთიუსთან შეხვედრის შემდეგ, ჩემი ცხოვრება უფრო ნათელი და შესაძლებლობებით სავსე გახდა. დილით მოდელად ვმუშაობდი, საღამოობით უნივერსიტეტში დავდიოდი, დავალებებს ღამე ვასრულებდი, შაბათ-კვირას ევროპაში დავფრინავდი გადაღებებზე.

ჩემს მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული მეძებნა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად, ეს თავად მოვიდა ჩემთან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი და ფერადკანიანი ასეთ პრესტიჟულ ჩვენებას გავხსნიდი.

მადლობა მეთიუ!”

– ბავიტა მანდავა, პირველი ინდოელი მოდელი, რომელმაც Chanel -ის ჩვენება გახსნა ✨️

▪️შოუონ ბიშოპი – ნიუ-იორკში დაფუძნებული სამოდელო აგენტი
▪️ანიტა ბიტონი – მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კასტინგ დირექტორი
▪️მეთიუ ბლაზი – Chanel -ის ახალი დიზაინერი და შემოქმედებითი დირექტორი