“ბოლო თვეებში ვიღებდი მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები“

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ონი ილია თო­ფუ­რია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბას პირ­ვე­ლად ავ­რცე­ლებს.

თო­ფუ­რი­ას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია – ეს­პა­ნურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ილი­ას მე­უღ­ლე, ჯორ­ჯი­ნა უზტუ­გა­ი­ტი ბა­დე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სარ­ჩე­ლით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თო­ფუ­რი­ას ქო­ნე­ბის 50%-ის და­უფ­ლე­ბას აპი­რებს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით “მა­ტა­დო­რი“ “ინ­სტაგ­რამ­ზე“ სა­ჯა­რო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.
“ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მი­ვი­ღე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით გა­დავ­დო ჩემი ტი­ტუ­ლის დაც­ვა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მი­მი­ღია. თუმ­ცა, რო­დე­საც ჩნდე­ბა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს შენს ღირ­სე­ბას, ოჯახს და რე­პუ­ტა­ცი­ას, დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამას პი­რა­დად უნდა გა­უმკლავ­დე.
ბოლო თვე­ებ­ში ვი­ღებ­დი მძი­მე და მი­უ­ღე­ბელ ზე­წო­ლას, მათ შო­რის მუ­ქა­რას, რომ ფი­ნან­სუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გავ­რცელ­დე­ბო­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი. ეს ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა.

ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ არის შე­ნა­ხუ­ლი და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, წე­რი­ლო­ბი­თი კო­მუ­ნი­კა­ცია, მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­და­ე­ცა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ორ­გა­ნო­ებს, რათა და­ი­წყოს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბის, ფი­ნან­სუ­რი და პი­რა­დი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და მრა­ვალ­ჯე­რა­დი მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე.

ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დუ­მი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ჩემი შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, რომ­ლე­ბიც ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია. თუმ­ცა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ასეთ პი­რო­ბებ­ში დუ­მი­ლი სი­მარ­თლეს არ იცავს – ეს ცრუ ნა­რა­ტი­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ბევრ ადა­მი­ანს გა­მო­უც­დია მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და სა­მარ­თლებ­რივ­მა სის­ტე­მამ არა­ერ­თხელ ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა ფაქ­ტებს. დღეს ვდგა­ვარ არა მხო­ლოდ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გამო, არა­მედ იმის საჩ­ვე­ნებ­ლა­დაც, რომ და­ში­ნე­ბის ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გამო იძუ­ლე­ბით არა­ვის უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო.

ვინც მიც­ნობს, შე­უძ­ლია და­ა­დას­ტუ­როს, რომ არას­დროს მი­მი­მარ­თავს რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბის­თვის და რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რა ყო­ველ­თვის დის­ციპ­ლი­ნით, პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ღირ­სე­ბით იყო წარ­მარ­თუ­ლი.
სრულ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს და სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ად­გი­ნოს ფაქ­ტე­ბი.

ჩემი შვი­ლე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო, აღარ გა­ვა­კე­თებ და­მა­ტე­ბით სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს. გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­გან და პა­ტი­ვი სცეთ ჩემი ოჯა­ხის პი­რად სივ­რცეს.

სი­მარ­თლეს ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი კი არა, ფაქ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ “მა­ტა­დო­რის” დაბ­რუ­ნე­ბა ოქ­ტა­გონ­ზე 2026 წლის მარტ-აპ­რილ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. სპორ­ტუ­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის და ქო­ნებ­რი­ვი და­ვის პრო­ცე­სი ილი­ას­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რად­გან ასეთ დროს ფო­კუ­სი­რე­ბა მომ­ზა­დე­ბა­ზე რთუ­ლია.

ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზტუ­გა­ი­ტი ბა­დელს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, რომ­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის სა­კი­თხიც ასე­ვე გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცეს­ში უნდა გა­და­წყდეს.