“ახალი პასპორტით, ახალი სახით, სიახლეებით და იმედით ვიფრენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში”

მომღერალმა ლოლა წერეთელმა 2 თვის წინ სომხეთში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რითაც ძალიან კმაყოფილია. როგორც მომღერალი ამბობს, კარგი ექიმის მოძებნას 2 წელი მოანდომა, ახლა კი შედეგით კმაყოფილია.

ლოლამ ახალი პასპორტი აიღო, ის კონცერტის ჩასატარებლად სხვადასხვა ქვეყანაში აპირებს წასვლას.

“დღეს ავიღე ლამაზი -საინტერესო დიზაინით ახალი საქართველოს პასპორტი , ძალიან მომეწონა ,ბედნიერი და გახარებული ვარ იმით რომ ახალ 2026 წელს – ახალი პასპორტით, ახალი სახით , ახალი სიახლეებით და იმედით ვიფრენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ლოლას უყვარხართ გულშიიი”, – წერს ლოლა.