მსახიობ ნანუკა გულუას მეგობარი დათუნა (დათუბა) გამყრელიძე გარდაეცვალა. ნანუკა გარდაცვლილი მეგობრის, დათუბა გამყრელიძის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან მოენატრება.
„დათუბა გამყრელიძე, შენზე კარგი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია! ძალიან მომენატრები დათუბა, ჩემო უტკბილესო მეგობარო! როგორ მენანები“, – წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, დათუნა გამყრელიძე სერიალ ჩემი ცოლის დაქალების გუნდის წევრი იყო. ის ავტოავარიაში 18 სექტემბერს მოჰყვა. დღეს 4 ოქტომბერს კი გარდაიცვალა.