“მივედით გიასთან და ამ თემაზე ვესაუბრებოდით, როდესაც ირინა შემოვარდა ოთახში და ისტერიკა მოაწყო”

ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ქალბატონი ირინა სარიშვილი გამოხტა თავის გვერდზე და ჩემი გინება ატეხა. მე ეთიკური მოსაზრებებით არ მინდოდა მასზე დაწერა და რახან მან გამომიწვია ამ დებატებში და თან ჩემი ზრდილობიანი პასუხის მერე დამბლოკა კიდეც მაშინ აქ ვუპასუხებ. მე ძალიან ახლო ურთიერთობაში ვიყავი გია ჭანტურიასთანაც და ირინასთანაც 1989-90 წლებში. ამავე დროს კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიადთან და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთანაც. ერთად ვიყავით ყველანი წარმოდგენილნი ‘ეროვნულ ფორუმში’ 1990 წელს. ჩვენ ამერიკაში ერთად ვიყავით წასულნი 1990 წლის აპრილში და იქ მოხდა ჩვენი პირველი გაუგებრობა სწორედ ედუარდ გუდავას წყალობით. ამის მოწმეა გოგა კალანდაძე, რომელიც ჩემთან ერთად იყო ამერიკაში პირველი ვიზიტისას. ჯერ ყველანი ერთად ვიყავით: ზვიადი, გია, ირაკლი, და ყველა წევრი ფორუმის. როგორც კი ჩამოვედით 1990 წლის მაისში, ეროვნული ფორუმი დაშლილი დაგვხვდა. ჩვენ, ქრისტიან დემოკრატები გამოვედით შერიგების და ისევ გაერთიანების ინიციატივით – და მხარი დავუჭირეთ ქვეყანაში ერთი არჩევნების მოწყობას – იმას, რასაც ზვიადი ამბობდა. მივედით გიასთან და ამ თემაზე ვესაუბრებოდით, როდესაც ირინა შემოვარდა ოთახში და ისტერიკა მოაწყო. ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. მერე ზვიადმა მაჩვენა მერაბ კოსტავას ბოლო წერილი მისთვის მიწერილი, სადაც მერაბი ეუბნებოდა რომ ყველას უნდა შევურიგდეთო მაგრამ ირინა სარიშვილი ნამდვილად სუკ-ის აგენტიაო. სამწუხაროდ, ეს მართალი აღმოჩნდა. არც თვით მერაბ კოსტავას უყვარდა ასეთი რაღაცეების ლაპარაკი, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ეს დაწერა, იყო ირინა სარიშვილი, ჯერ კიდევ 1989 წელს – გარდაცვალებამდე. გულწრფელად მინდა ვთქვა რომ არ მინდოდა ამდენი ხნის განმავლობაში ამის დაწერა, მაგრამ ირინამ თვითონ გამომიწვია. ამის მერე მოხდა ბევრი ფაქტი, რამაც მერაბის ეს სიტყვებ დაადასტურა. და ერთ-ერთი ამის დადასტურება სწორედ ეს პრაღის 24-ე რეზოლუცია იყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ირინა იყო. მის გვერდზე კი მისი ძვირფასი კგბ-ს კოლეგა მიხეილ სააკაშვილი წამოცუცქულიყო, რომელიც უკვე ლეიტენანტის წოდებს ფლობდა 23 წლის ასაკში, რადგან კგბ-ს ჯარებში მსახურობდა. რეზოლუციაში სწერია რომ ვითომ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით ‘მრგვალი მაგიდა’ სთესავს საქართველოში ეთნიკურ შუღლს და ყველა ნეგატიური პროცესი არის ზვიადის მიერ წარმართული. და ამავე დროს თურმე საქართველოს გადაარჩენს ‘ეროვნული კონგრესი’. ზუსტად ამ ‘ეროვნული კონგრესის’ არჩევნებმა ჩაუყარა საქართველოში საფუძველი ძმათამკვლელ სამოქალაქო ომს. ამ სამოქალაქო ომის დროს ირინა სარიშვილი გამოვიდა და მოითხოვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოკვლა. ირინა სარიშვილს სამწუხაროდ არ შეუძლია კგბ-ს გარეშე არსებობა – ის ხან იგორ გიორგაძის პარტიაში შევიდა (რომელიც პატიოსნად არ მალავს რომ რუსეთის უშიშროების კადრია) და ხან მიშა სააკაშვილთან (რომელიც 1990 წელსაც კი მალავდა საკუთარ ლეიტენანტობას, თუცა ანტი-ქართული რეზოლუციების შედგენაში კონტენტის ჩადება კარგად იცოდა). ახლა ბიძინაზე გაბრაზდა – ფული რატომ არ მომცაო – და ყველას დედას აგინებს ვინც ბიძინას მხარს უჭერს და აგრეთვე ყველა იმას ვინც მიშას მხარს არ უჭერს. ახლა მინდა საზოგადოების სამჯავროს წინაშე დავაყენო ირინა სარიშვილის, მისა სააკაშვილის და მათი კოლეგების მიერ შედგენილი ‘პრაღის რეზოლუცია 24″, რომლის რუსულ ენაზე წაკითხვა ყველა თქვენგანს შეუძლია. ეს უკვე 1990 წელს დაწყებული ბრძოლაა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღდმდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა 1992 წლის სამხედრო გადატრიალება. ‘კონგრესის არჩევნები’ რომ დიდი შეცდომა იყო მე ამის შესახებ დავწერე ‘ახალგაზრდა ივერიელში’ უკვე 1990 წლის ივნისში და ვთქვი რომ ორი არჩეული ორგანოს არსებობა მოუტანდა საქართველოს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებას. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ახდა. ამას არც ზვიადისტობა სჭირდებოდა, და არც ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრობა. გია ჭანტურიას და ჩვენს შორის ურთიერთობა ზუსტად ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დამთავრდა. სამწუხაროდ ჩემი სიტყვები გამართლდა. და ამ რეზოლუციამ, რომლის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა 23 წლის კგბ-ს ლეიტენანტმა მიშა სააკაშვილმა, როგორც კიმოს მიერ აღზდილმა უშიშროების კადრმა და რომელიც ირინამ თავის მეგობრებთან ერთად დაწერა – აღმოჩნდა სამოქალაქო ომის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. ამ სურათში კარგად ჩანს ის ქართველი მოღალატეები, რომლებმაც ‘რეზოლუცია 24-ს’ დაუჭირეს მხარი. თან რუსულ ენაზე დაწერილ ამ დოკუმენტს. სიმართლე უნდა ითქვას და დაიწეროს – ყველა ჩვენგანის შესახებ. და ყველამ პასხუი უნდა ვაგოთ საკუთარ ქმედებებზე. საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციების დიდი ნაწილის ავტროი სწორედ ირინა სარიშვილი იყო Georgian Chronicle-ში, და ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ მიშა სააკაშვილი, თემურ ალასანია – და ძმები გუდავები. ეს არის რეალობა. ფაქტი აქვე გიდევთ – და ამაზე უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. რაც არ უნდა ეცადოს ირინამ, რომ დამალოს მიშას კგბ-შნიკობა, ეს არ გამოუვა. ამიტომაც მიშა სააკაშვილი არის საქართველოს კიდევ უფრო დიდი მასშტაბის მოღალატე – რომელიც კონტენტის დამამზადებელი იყო – და საუბედუროდ ირინა იყო ამ ყალბი კონტენტის წყარო.
წაიკითხეთ ეს რეზოლუცია კარგად და ყველანი მიხვდებით რამხელა ბოროტებაზეა საუბარი.”