ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია „მთავარ არხს“ პარტიული სურვილების, განწყობებისა და წარმოდგენების მაყურებელზე თავზე მოხვევის “პრესკანტორად” მიიჩნევს.
ბაჩო ოდიშარია ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის დასახასიათებლად მოჰყავს ანიმაციური ფილმის -„ალადინის“ ერთ-ერთი პერსონაჟის – ჯაფარას თუთიყუში, რომელიც ხშირად გაჰკივის, სულ გაბრაზებულია, ღვარძლს ანთხევს და ემსახურება, იცავს და ახმოვანებს პატრონის მიზნებსა და სურვილებს.
როგორც ანალიტიკოსი საკუთარ ბლოგში – „ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი“ აღნიშნავს, 2020 წლის არჩევნებისთვის ნიკა გვარამია სააკაშვილის დავალებების შესრულებასა და საკუთარი ტელევიზიით მოსახლეობის დეზინფორმირებას გამალებით ცდილობს.
მისი თქმით, პირველი მასობრივი დეზინფორმაციის ტალღა ‘’მთავარმა არხმა’’ პანდემიის პირობებში ააგორა- როდესაც იგი სამედიცინო სექტორისა და სახელწმიფო ინსტიტუებისადმი უნდობლობას ნერგავდა. ჯერ დაგვიანებულს ეძახდნენ სახელმწიფოს პრევენციულ ზომებს, შემდეგ – დიქტატორულს და ვირუსთან ბრძოლის მეთოდებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხალხში სიბრაზის დანერგვა ვერ მოხერხდა, – საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფომ წარმატებით შეასრულა საკუთარი დანიშნულება – იზრუნა თავისი მოქალაქეების სიცოცხლეზე.
‘’შემდეგ დატრიალდა შაქარაშვილის ტრაგედია. უკრაინელმა ჯაფარამ აფრინა იაგო საზოგადოების აღშფოთების ხელოვნურად შესაქმნელად და არხის ეთერში ვიხილეთ სურეალისტური კომედიის ჟანრის კადრები. საზოგადოებამ ნათლად დაინახა განსხვავება რეალობასა და „მთავარი არხის“ ფანტასმაგორიებს შორის. ამის შემხედვარე არხი გადაერთო ბაჩალიაშვილის ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე, რომელიც აქციეს ყველაზე სამარცხვინო მედიაგაშუქებად, სადაც ყოველგვარი ეთიკური თუ ჟურნალისტური სტანდარტის დარვევით გათელეს გარდაცვლილის ცხოვრება და მისი ხსოვნა; დადგეს საცირკო წარმოდგენა ადამიანური ტრაგედიისგან და ეცადნენ, მთავარ დამნაშავედ გამოეყვანათ ხელისუფლება’’,-აღნიშნავს ოდიშარია.
როგორც ის ამბობს, “ფეიკნიუსები”, რეალობის გაყალბება და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველი დღის წესრიგის ტირაჟირება ერთადერთი და უკანასკნელი საშუალებაა, რაც მათ შერჩათ უპირობოდ წაგებულ საარჩევნო ბრძოლაში ‘’გასაფართხალებლად’’.