მადონამ დევიდ გეტა ზოდიაქოს გამო არ დაიქირავა: მუსიკოსი მორიელია

პოპკულტურის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ – მადონა ლუიზა ჩიკონემ ფრანგ DJ-სთან და პროდიუსერთან დევიდ გეტასთან თანამშრომლობაზე უარი ზოდიაქოს ნიშნის გამო თქვა.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, პოპის დედოფალს დევიდთან თანამშრომლობა რიგით 12-ე სტუდიურ ალბომზე MDNA-ზე სამუშაოდ სურდა, როგორც თავად შემსრულებელმა ინტერვიუში აღნიშნა, მადონა მოხიბლული იყო გეტას შემოქმედებით და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა როდესაც მისი ზოდიაქოს ნიშანი გაიგო და აღმოაჩინა, რომ ის მორიელი იყო, შეხვედრა დატოვა და მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.