“გაამხილე შენი გახდომის საიდუმლო – მე ამ კითხვას აღარ ვპასუხობ” – რამ გააბრაზა თეონა კონტრიძე

თეონა კონტრიძემ, ბოლო ორ წელში, წონაში საგრძნობლად დაიკლო. ის ამ თემასაც ხშირად ეხება ვიდეობლოგებში, რომელთაც თავისი გამომწერებისთვის წერს. მომღერლის თქმით, მას­თან ფსი­ქო­ლო­გი და კვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობდნენ, რის შემ­დე­გაც მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

“მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც 25 კი­ლოგ­რამ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა­ში და­მეხ­მა­რა“ – თქვა და გან­მარ­ტა, რომ ბუ­ნებ­რივ ჰორ­მო­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა­ში ხელი არ შე­უშ­ლია მის­თვის.

პოპ-ჯაზ-ფანკის შემსრულებელმა ერთ-ერთ უკანასკნელ ვიდეობლოგში თქვა, რომ ყველაზე პოპულარული შეკითხვა, მისი მისამართით, სწორედ წონასთან დაკავშირებული კითხვაა, თუმცა მას აღარ სურს მასზე პასუხის გაცემა…

“ყველაზე პოპულარული შეკითხვა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს არის – თეონა, გაამხილე შენი გახდომის საიდუმლო? ყურადღება მივაქციე იმას, რომ როდესაც ახსნას ვიწყებ, ხალხი მეორე წუთიდან მიბრუნდება და ქრება. მათ ნამდვილი, რეალური ისტორიის მოსმენა არ სურთ. ყველას რაღაც ჯადოსნური აბი უნდა. რაღაც მონათხრობი უნდათ, რასაც ჩემს ისტორიასთან კავშირი არ ექნება. ყველას უნდა ბედნიერი და წარმატებული იყოს, მაგრამ არავის სურს ისეთი ისტორიის მოსმენა, სადაც გაიგებენ, თუ რა დგას ამ წარმატების მიღმა. ამიტომ მე შევეშვი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. თქვენ არ გაინტერესებთ ჩემი გახდომის ისტორია. თქვენ თქვენი ისტორია გაინტერესებთ, რომელსაც ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმდენი ვიდეო მაქვს ამ თემაზე ჩაწერილი, რომ მომბეზრდა უკვე ამაზე საუბარი” – ამბობს ვიდეოში კონტრიძე.

ავტორი:ზმნა