ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის დედაა:
“ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ წავალ… ველოდები წუთებს. ამ გადაცემაში რომ მოვედი, ალბათ, კესარიამ მომცა ამის ძალა. მე ახლაც ვამაყობ ჩემი შვილით, კესარია მარტო მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო”, – ამბობს კესარია აბრამიძის დედა.
როგორც ცნობილია, კესარია აბრამიძის მკვლელს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვას, კმაყოფილია თუ არა განაჩენით, კესარია აბრამიძის დედა პასუხობს:
“დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ის ბიჭი არ მომწონდა. განაჩენით კმაყოფილი ვარ. რა უნდა მას გარეთ, მზის სინათლეზე”.