„მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, “გირჩის” ლიდერის ლაივს, სადაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვდა.
ზურა ჯაფარიძემ მუშტაიდის ბაღს მიმართა, თუმცა, ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა.
8 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას აპირებს.