ოტია იოსელიანის რძალი, ინფლუენსერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ახალი წლის დღეების ჟრიამული ისე სწრაფად შეცვალა მოულოდნელმა ტკივილმა, პანაშვიდებმა და დაკრძალვებმა ჩვენი თბილისის სამეგობრო-სამეზობლოში, რომ ამ კადრების გაზიარების არც თავი მქონდა და არც სურვილი.
ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი როგორი გაგრძელება ექნება – ერთი კი უდაოა, ღმერთო რაზე ვდარდობთ, ვნერვიულობთ და ვაპრობლემებთ სანამ რაიმე ტრაგედია არ დაგვატყდება თავს.. ეს რა გაუგონარი სიბრიყვე გვჭირს ადამიანებს ..
ერთი-ორი დღეც მინდა და დაგიბრუნდებით კვლავ ჩემო მეგზურებო✨”-წერს ცისკარიშვილი.