გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ძალიან კარგი ამბავი უნდა მოგიყვეთ, კრიმინალური პოლიციის შესახებ… ნუ, კარგიც და ცუდიც.
მოკლედ, ასე 1 კვირის წინ, ზუსტად ფრენამდე 1 დღით ადრე გამიტეხეს მანქანა და წაიღეს ტყავის ჩანთა, რომელიც იყო სავარჯიშო ჩანთა. ხო ცუდი ნაწილი მხოლოდ ესაა, ახლა კარგზე გადავიდეთ:))
რა თქმა უნდა, მიუხედავად ამ ნივთის არასიძვირფასისა, ეგრევე დავუკავშირდი პატრულს და ვთხოვე გამოძიება. დღეს მანქანას ტეხავენ, ხვალ თავებს გაგვიტეხავდნენ, თან ჩემს უბანში, ქალაქის ცენტრში!
მალევე მოვიდა საგამოძიებო ჯგუფი, გამომძიებელი შემხვდა მეგრელი))) ჯგუფის დიდი ნაწილიც ამავე ელიტური წარმომავლობის😃🙈 დაიწყო გამოძიება, კამერების ნახვა. არ დავიზარე, დროის უკმარისობის მიუხედავად, ლამის ნახევარი დღე დავკარგე დაკითხვებზე!
და ზუსტად 1 კვირაში – დანაშაული გაიხსნა! ნახეს კამერები, მოახდინეს იდენტიფიცირება და დამიბრუნეს დაკარგული ნივთები, ასევე ამინაზღაურდა ზარალი. მართლა უდიდესი მადლობა, ასეთი პროფესიონალიზმისთვის!
სამწუხაროდ არასრულწლოვნები აღმოჩდნენ, 17 წლის ბიჭები, როგორც მერე გავარკვიე ორ მათგანს მშობლები ემიგრაციაში ჰყავთ. წარმოიდგინეთ, დედები ღამეებს ათენებენ, რომ
ფული იშოვონ და შვილები ადამიანებად აღზარდონ და ამ დროს ესენი რას აკეთებენ, ეს ფაქტი ყველაზე მეტად მეწყინა და შემეცოდა ოჯახები 🙁
ციხეში ვერ სვამენ და არც მინდოდა პრინციპში, თუმცა ბევრი დისკომფორტი შეექმნებათ, მთელი პროცედურებია, იმედია ჭკუას ისწავლიან შეცდომებზე და ადამიანებად გაიზრდებიან ❤️
დიდი მადლობა პატრულს და ყველა მეზობელს თუ კამერების მფლობელებს, ვინც დაგვეხმარა საქმის გახსნაში! 💪“