“სიმარტოვის ეშინიათ და ფიქრობენ, რომ მამაკაცი უნდა ჰყავდეთ გვერდით…”

ნანკა კალატოზიშვილი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად ისაუბრა თავისუფლებაზე, მარტო ყოფნის შიშზე და იმ არჩევანზე, რომელსაც ბევრი ქალი საზოგადოების ზეწოლის გამო აკეთებს.

პოდკასტში ნანკამ აღნიშნა, რომ მისთვის საკუთარი თავთან კომფორტულად ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. მისი თქმით, ქალების დიდი ნაწილი ურთიერთობებში მხოლოდ იმიტომ შედის, რომ მარტო დარჩენის ეშინია – რაც, მისი აზრით, ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იწვევს.

“მე და ნანკა ყველაფერს ვშვრებით, რაც მოგვინდება. ნანკას უყვარს ცეკვა, შეუძლია, მარტო რომ იყოს, იგორაოს კიდეც, იმღეროს, ისეირნოს, ათვალიეროს, ყველაფერი შეუძლია. ეს მე ცუდი არ მგონია, რადგან ძალიან ბევრი ქალი არასწორ ნაბიჯს დგამს სიმარტოვის შიშით. ფიქრობენ, რომ მამაკაცი უნდა ჰყავდეთ გვერდით, რაც, ვფიქრობ, სიმარტოვის შიშით არის განპირობებული. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მყავდეს გვერდით, თუ საჭირო იქნება, იქნება კიდეც. მგონია, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო, რაც მამაკაცის გარეშე შეგიძლია აკეთო. საკუთარ თავთან გართობას რომ ისწავლი. ეგ ძალიან მაგარია. მე ბავშვობიდან მსგავსად ვარ, შეიძლება მე რასაც ვიძახი, ვიღაცისთვის დეგენერატობაც იყოს” – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი