მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება TV “პირველი”-ს ეთერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც წამყვანმა მას ქსენოფობიაში დასდო ბრალი, თურქეთის, როგორც ყიზილბაშის მოხსენიების გამო. ირაკლი კაკაბაძე ასევე საუბრობს ამავე გადაცემაში სტუმრად მყოფ მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილის შესახებ.
“ეს ქალი არის საბჭოთა ცენზურის სრული მემკვიდრე. და სრულიად არაკვალიფიციური ადამიანი, როდესაც საქმე მიდგება ‘ისტორიული ტრავმების გახსენებაზე’.
ისტორიული ტრავმის გაღვივება არის არა ისტორიული ტერმინის ‘ყიზილბაშის’ გამოყენება, რომელიც სრულიად მეცნიერული ტერმნია – არამედ უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრების გაყიდვა – არა აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება ეს.
ძალიან ვინერვიულე ტვ “პირველი”-ს ეთერში ამ უსინდისობაზე. სხვათა შორის სხვა გამომსვლელებმაც აღნიშნეს ეს ამ უსინდისო ქალის გარდა. გია ბუღაძემ კარგად და დაწყნარებულად თქვა. ზურა რთველიაშვილიც ძალიან კარგად გამოვიდა. როგორ შეიძლება გავამართლოთ დავით გარეჯის გაყიდვა.
მე ახლა ვიტყვი პირდაპირ და გულახდილად. ქსენოფობია არის ‘უცხოს’ ვერ მიღება და არა ისტორიული ფაქტების გახსენება. ოკუპანტების და შენი ქვეყნის დამაქცევართა მიმართ პროტესტი არის პატრიოტიზმი. რუსებს რომ ოკუპანტებს ეძახი -კინწურაშვილის მიხედვით ესეც ქსენოფობიაა. ისიც ‘უცხოა’ – ასეთივე ოკუპანტია ის, ვინც გარეჯი დაიკავა.
ამავე დროს ახლანდელ ყარაბაღის კონფლიქტში ალიევის როლი ასევე აგრესიულია და ის არის ამ კონფლიტის დამწყები. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზი აქვს, ამ კაცმა დაიწყო რეგიონალური მასშტაბის კატასტროფის ინსტიგაცია და კინწურაშვილს რომ ჰკითხო ჩვენ მას უნდა ვეფეროთ, ყიზილბაში სიტყვა არ უნდა ვახსენოთ – და მან წაგვიბილწოს გარეჯი? იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი ამ ქათმისტვინა კოლაბორაციონისტს რომ უსმენს.
ამ ქალს რომ მისცე საშუალება ‘სოკარს’ მიჰყიდის მთელს ქვეყანას და მიაყოლებს მთელს მოსახლეობას. ‘ისტორიული ტრავმის გაღვიძება’ სწორედ ის არის, რაც 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა – რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს საშუალება რომ უდაბნოში და ლავრაში ვიაროთ და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა წააბილწინა.
ვინც პატრიოტიზმს ქსენოფობიას უწოდებს – არის ზუსტად იგივე – ვინც თავის ხალხს ყიდის. ჟურნალისტი, რომელიც პატრიოტიზმს ქსენოფობიას უწოდებს – არის უცოდინარი, ქვეყნის გამყიდველი. ისტორიული ტრავმების გაღვივება თუ არ გინდათ არ უნდა გაყიდოთ დავით გარეჯი.”– წერს ირაკლი კაკაბაძე.