სოციალურ ქსელში აქვეყნებს მეგობრის, ზურა შავერდაშვილის ვაჟის ფოტოს და წერს, რომ ბიჭუნას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მას საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება.
გთავაზობთ სტატუსს:
„ეს ჩემი უახლოესი ძმაკაცის, Zurab Shaverdashvili-ის შვილია, რომელმაც ორი წლის წინ მეგობრები შემოიკრიბა და ასწავლიდა, როგორ უნდა გახდნენ მილიონერები. ბოლოს, როცა „სწავლება“ დაასრულა, ყველას პირობა დაადებინა: როცა მილიონერები გახდებოდნენ, პირველ რიგში, ცუდად მყოფ ადამიანებს დახმარებოდნენ.
ერთი თვის წინ, სწორედ ამ ბიჭს, სიმსივნე დაუდგინეს. სასწაული ისაა, რომ სიმსივნის მძიმე ფორმის მიუხედავად, ექიმები მისი გადარჩენის პირობას იძლევიან, გადასარჩენად კი სასწრაფოდ 18 ათასი დოლარი სჭირდება. მისმა მეგობრებმა ჯერ ვერ მოასწრეს გაზრდა, დათუნას რომ დაეხმარონ; ჩვენ კი, სულ არ გვჭირდება მილიონერობა – თითო ლარს მაინც თუ გადავრიცხავთ დათუნას ფონდში, იმ 10 წლის ბიჭს გადავარჩენთ რომელსაც მეგობრების მილიონერობა სხვების დასახმარებლად სურს!..
ანგარიშების ნომრები:
თიბისი ბანკი – GE57TB7830745063600013
საქართველოს ბანკი – GE20BG0000000034343300
მიმღები – დათუნას დედა, სოფიო ვერულია“.