“18 კილო დავიკელი, მაგრამ ეს არ იყო დიდი დიეტების, დიდი ვარჯიშების და შრომა-გარჯის შედეგი, იმიტომ, რომ ჩემს ასაკში – მალე გავხდები 60 წლის – არ არის ესე ადვილი, დაიკლო წონა. განსაკუთრებით, როდესაც მენოპაუზაში ხარ, როდესაც გაქვს ინსულინრეზისტენტობა და ა.შ.
ძალიან ვიწვალე, მთელი ერთი წლის მანძილზე ექვსი საათის შემდეგ არაფერს ვჭამდი, დავდიოდი რესტორნებში, ქორწილებში, დაბადების დღეებზე და მარტო ყავას ვსვამდი, ჰა-ჰა გაზიან სასმელს დავლევდი და გრამს ვერ ვიკლებდი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გამოჩნდა ბაზარზე გასახდომი წამალი, რომელსაც ახლა გამოსწორდა და ნიშნული ჩამოვიდა-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ წონა წავიდა“, – ამბობს ია ფარულავა “მარტივი თეფშის” პოდკასტში.