ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ პირადი ცხოვრების შესახებ: “ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა”

“რუსთავი 2”-მა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ბავშვობის, კარიერის მნიშვნელოვანი მომენტებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

კარლოტამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობის დღიდან ჩემს კარიერაში, თვითონაც ჩოგბურთს თამაშობს, სულ ერთად ვემზადებით ტურნირებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კარლოტამ მასწავლა, ისაა, რომ ჩოგბურთი არ არის მთავარი. მთავარია, რომ სიამოვნება მიიღო პატარა დეტალებით, მაგალითად, გასეირნებით, სასიამოვნო საუბრით.

კარიერაში იღბლიანი არასდროს ვყოფილვარ, მნიშვნელოვანი მატჩების თამაში სულ გამაყუჩებლებით მიწევდა. ახლა მყავს ფიზიოთერაპევტი, ჩემი მწვრთნელი კარლოტაა.  ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა. 2026 წლისთვის ჩემი მიზანია, რომ ისევ 100-ეულში ვიყო და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგო.