ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, თავსგადამხდარ სახალისო ისტორიას გვიყვება, რითაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ პასუხისმგებლიანობას და გარშემო მყოფების მისდამი დამოკიდებულებას.
როგორც ის წერს, ახლობელი მასთან 9:00 საათზე უნდა მისულიყო. ნათიას ჩასძინებია, კართან მისული სტუმარი კი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა მეგობართან დაკავშირებას. ბოლოს, როცა მასპინძელს შეხვდა, უთქვამს, კი გამიკვირდა რომ არ მაგონებდი, მაგრამ ცუდიც ვერაფერი ვიფიქრე. ბოლო-ბოლო, რომ მომკვდარიყავი ხომ დამირეკავდი და გამაფრთხილებდიო?
„გუშინ ახლობელი უნდა მოსულიყო ჩემთან დილის 9-ზე. ვინც კარგად მიცნობს, იცის ყველამ, რომ 7-ზე უკვე პირველ ყავას ვსვამ კვირის ნებისმიერ დღეს. ხოდა გადავიღალე როგორც ჩანს ძალიან და ჩამძინებია ქვასავით. დგას ეს გოგო და აბრახუნებს, შეყარა ქვეყანა, საათზე მეტხანს არაფერი მესმოდა. როგორც იქნა გავიღვიძე და გავუღე კარი. აღელვებული მიყვება, როგორ ინერვიულა. ერთი ვიფიქრეო, სადმე ტელევიზიაში ხომ არ წავიდაო.. მეორე ვიფიქრეო…. და შეძრწუნება დაეხატა სახეზე და ვერ დაამთავრა სიტყვით, – იფიქრე რომ მოვკვდი-მეთქი? – დავეხმარე. ხო მაგრამო (აბარაუნდამეფიქრაო სახეზე ეწერა), ასე რომ ყოფილიყო, ხომ აუცილებლად დამირეკავდი და მეტყოდი არ მოხვიდეო.
აი ასეთ პასუხისმგებლიან ადამიანად მიცნობს საახლობლო თქვენგენაცვალეთ. ვიღაც ვიგინდარა კი არა ვარ, დაურეკავად მოვკვდე. თუ არ დავრეკე, ცოცხალი ვარ, იცოდეთ. ნეკროლოგებს არ ენდოთ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.