“უფროსი ჩემი ალი-კვალია, მასაც შარშან დაეწყო თვალის პრობლემა და ახლა ამის მოგვარებაში ვართ”

თედო ბექაური, ბიჭი, რომელიც საზოგადოებამ ფილმიდან “გაღმა ნაპირიდან” გაიცნო, დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან მალევე მოიგო ქართველი გულშემატკივრის გულები. თედო დაოჯახებულია, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ის “შენი ამბავი თაიასთან” სტუმარი იყო,სადაც მან შვილებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით უფროს შვილს მასსავით თვალტან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

“ორი შვილი მყავს, უფროსი ჩემი ალი-კვალია გარეგნობით, ყველაფრით აბსოლუტურად მგავს. მასაც შარშან დაეწყო თვალის პრობლემა და ახლა მაგის მოგვარებაში ვართ. ახლა ოთხი წლიასაა. მადლობა ღმერთს, რომ მხედველობა ჩემსავით არ აკლია, მხედველობა აქვს. რაღაც კბილის პრობლემა შეექმნა, რაღაცეები დაემთხვა და გადაეხარა თვალი ნერვიულობაზე… სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა” – ამბობს თედო.