ნინო სურგულაძე იუბილარია

ოპერის “ოსკარის” მფლობელი, საუკეთესო მეცო-სოპრანოდ აღიარებული ნინო სურგულაძე იუბილარია და მას 43 წელი შეუსრულდა.

2020 წელს ნინოს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და სანატრელი ეტაპი დადგა, ივნისის თვეში ის დედა გახდა, მას ტყუპები, ნატალია და ზაქარია შეეძინა.

 

აღსანიშნავია, რომ ნინომ 2001 წელს სამთვიანი სტაჟირება გაიარა მილანის “ლა–სკალასთან” არსებულ ჯ. ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში. უკვე 2002 წლის გაზაფხულზე კი, მონაწილეობა მიიღო “ლა–სკალას” სპექტაკლებში რ. შტრაუსის “სალომე” და მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი”.

ნინო სურგულაძის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მას ისეთი ცნობილი პარტიებიდან აქვს შესრულებული წამყვანი პარტიები, როგორიც ჯ. პერი, ბიზე, ვერდი, შტრაუსი, მუსორგსკი, შოსტაკოვიჩი, ოფენბახი, მოცარტი, პროკოფიევი, ბეთჰოვენი და ჩაიკოვსკია.