„ტვ პირველის” თანამშრომელს, ჟურნალისტ სიმონ შანავას Covid-19 დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და აღწერს ვირუსის მიმდინარეობას:
„მოკლედ მოგიყვებით იმ სიპტომების შესახებ რაც მე გამომივლინდა.
დღე 1.
ვიგრძენი ყელის ტკივილი მაგრამ 2 საათში გამიარა.
დღე 2.
თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.
დღე 3.
მომცა სიცხე 37.3 .
დღე 4.
დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.
დღე 5.
ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.
დღე 6 .
არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ ქც.” – წერს სიმონ შანავა.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა – 211. ბოლო მონაცემებით, სულ 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 6 538 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 93 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდ სასტუმროში 1 393 პირი მკურნალობს.