“დედა, რომელმაც ჩემი არჩეული ცხოვრება მიიღო და ჩემი კედელია”

ლორენა მასხულია სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ტრანსგენდერი ქალი პოსტში აღნიშნავს, რომ დედა მისი საუკეთესო მეგობარია, რომელმაც მისი არჩეული ცხოვრება მიიღო.

ის საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს. რამდენიმე წელია ცხოვრობს უცხოეთში. ფიზიკური ტრანსფორმაციის შემდეგ, ლორენა, სოციალურ ქსელში, ხშირად აქვეყნებს ფოტოებს…
“დედა-შვილი გადარეულები. კი ვაბრაზებ ხოლმე, მაგრამ ჩვენ იმდენად უკიდეგანო სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს, ეგ გაბრაზება არ ჩანს.

დედა, რომელმაც მიმიღო და მიიღო ჩემი არჩეული ცხოვრება, დედა, რომელიც ჩემი დიდი კედელია, საუკეთესო დაქალი, მეგობარი; ხშირად მეტყვის, დე, აი, ეს – ესეთია, არ გაიკარო, ბოლოს გულს გატკენს. მაგრამ ჩვენ, შვილები, ხო ჯიუტები ვართ და არ ვუსმენთ დედებს.
ბოლოს მათი რჩევა ამართლებს. დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება მომიძღვნა და ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს მიმართ. არ ვიცი, შემიძლია უსასრულობამდე ვისაუბრო დედაჩემზე.
მიყვარხარ და გისურვებ დიდხანს ყოფნას, მუდამ ასეთი ღიმილიანები ვყოფილიყავით” – წერს ლორენა მასხულია ფეისბუქზე.