თაკო ჩარკვიანი დედის თხოვნით წერილს აქვეყნებს

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დედის თხოვნით წერილს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებისადმი, ექიმებისადმი მადლიერებას გამოხატავს.
“დედას- ირმა ჩხეიძის თხოვნით ვაქვეყნებ!
წერილი სოციალურ სიცრცეს! რომლითაც ჩემი მხედველობის გამო , სამწუხაროდ არ ვსარგებლობ, ახლაც ვთხოვე ჩემს ქალიშვილს, რადგან მადლობა მოგახსენოთ თანადგომისთვის , გმადლობ და მომიტევეთ თუ უნებლიედ თავს მოგახვიეთ ჩემი წუხილი , ჩემთვის ძალიან მძიმე წუთებში, მადლობა ყველა კარგ და ღირსეულ ექიმს ვინც გადამატანინა ის მძიმე საათები, დიდი მადლობა მათ…… და იმათაც სინანულით მივიხსენიებ, ვისაც შემთხვევით აცვია თეთრი ხალათი, ცხოვრების შემთხვევითობამ და უკუღმართობამ, მათ არგუნა ადამიანთა ბედი და ისინი ამ დიდ ტვირთს იძულებით და არა სიყვარულით ატარებენ, მე მათ არ განვიკითხავ , რადგან მძიმე ტვირთია გიყვარდეს ადამიანი და ყველა ერთნაირად ვერ ატარებს ამ ტვირთს, ჩემი სიცოცხლის დასასრულისკენ კიდევ უფრო დამაფიქრა და დავრწმუნდი , რომ მთავარი ადამიანის სიყვარულია, რომ ეს ქმნილება- ადამიანი , არარაობაა სიყვარულის გარეშე!
გვიხაროდეს ადამიანის დაბადება და პატივი ვცეთ სიბერეს , რადგან სიბერე დასასრულის კი არა , სიცოცხლის უწყვეტობის ნიშანია!”, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანი და ასევე მისი დედა კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდნენ
.