თეონა ქუმსიაშვილი ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი იყო, ასევე ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.
დაიბადა დაბა სიონში, 1984 წლის, 27 იანვარს. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში. სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.
2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან, ნათიასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, ავტოკატასტროფაში მოჰყვა – ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.
გელა დაიაურმა ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ შექმნა ოჯახი. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა.
“დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ… არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” – ამბობდა გელა დაიაური.
ამჯერად ჟურნალი „სარკე“ თეონა ქუმსიაშვილის დედის, ნასტასია ხმიადაშვილი-ქუმსიაშვილის ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს.
თეონა ქუმსიაშვილის დედის ინტერვიუ
„მანქანა მდინარეში გადავარდა და ასე დავიღუპე. ჩემი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა ამ ავარიას. როგორც ვიცი, სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამი იყო და წყლისკენ აიღო გეზი. საკითხავია, ახლა ვდგავარ ფეხზე? ამ ავარიის შემდეგ მეუღლე და ორი ძმა გარდამეცვალა. სულ სიკვდილს ვებრძვი. სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე კიდეც.
“ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო… ჩემი არსების ნაწილო…” – გელა დაიაურის მილოცვა თეონა ქუმსიაშვილს და ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ გელა ყოველ ზაფხულს მოდიოდა ჩვენთან, რჩებოდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, გელა და მისი დები ჩამოვიდნენ და პატივი მიაგეს. რაც გელა დაოჯახდა, აღარ მოსულა.
გელას ოჯახის შექმნა თან გამიხარდა, თან, გული მეტკინა, თან მეცოდებოდა და მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, თან, გული მტკიოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩემმა მეუღლემ ორივე სიძეს უთხრა, დაოჯახდით და ბედნიერები იყავითო, მაგრამ დედის გული ხომ იცით.
ნათიას მეუღლეც დაოჯახდა და მეორე მეუღლისგან ბიჭი შეეძინა. სხვათა შორის, ჩემს სიძეს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. ჩემს შვილიშვილს, თამარს დედინაცვალიც უყვარს და ძმაც. მე კი ვერ მივდივარ ნათიას ოჯახში, რადგან ძნელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი თამარი რომ კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ინტერვიუში თეონა და ნათია ქუმსიაშვილების დედა. ინტერვიუს სრულად ნახვა ჟურნალ “სარეკში” შეგიძლიათ.