საფრანგეთში მცხოვრები პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრაზე წერს.
“ზვიადის პერიოდიდან მოყოლებული ვერ ვიტან ამ სექტას! არა და არ მთავრდება ბელადომანია ჩვენთან! რა ჭირთ ამათ, ჯერ ზვიადი ეგონათ მესია, მერე მიშა, ბიძინა?! ეფერებიან, მათ ნაფეხურებს კოცნიან, უყვართ! აი როგორ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი?! მამაა, ძმაა, ქმარია, შვილია?! რატომ უნდა მოგინდეს შეხება და მოფერება, თუ ნორმალური ხარ?! ხოლო თუ ოდნავ შეგრჩა საღი აზრი, კრიტიკულად უნდა იყო განწყობილი, ამ ხალხს ბიუჯეტით ვინახავთ და ანგარიშვალდებულნი არიან და ჩვენს სამსახურში უნდა იყვნენ, მოეთხოვებათ!
თუ ვერ ივარგეს, უნდა მოვისროლოთ! “