მოქალაქე ნინი ცოცხალაშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელებს მადლობას უხდის დახმარებისთვის. ნინი ცოცხალაშვილი თქმით, პოლიციელების დამსახურებით, მისი 6 თვის შვილი გადარჩა.
“მადლიერების პოსტი…
დღეს რომ ჩემი ევა ცოცხალი და საღსალამათია, სრულად ამ ბიჭების დამსახურება არის.
ამ აბსოლიტურად უცხო, მაგრამ გმირი პოლიციელების.
სწორედაც რომ გმირების. მათ ჩემი 6 თვის შვილი გადამირჩინეს. გააზრებაც კი არ მინდა იმის, თუ როგორ დასრულდებოდა დღევანდელი დღე, რომ არა ეს პოლიციელები.
როდესაც ყველანაირი იმედი და შანსი გადაწურულად მოჩანდა, არსაიდან გაჩნდნენ ეს ბიჭები, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილები და ჩემი შვილი სწორედ ამ სასწაული და დროული რეაგირებით, მიგვაყვავანინეს სამშვიდობოს.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე.
არასოდეს დამავიწყდება ამ უცნობი გმირი პოლიციელების ქმედება.
არ ვიცნობდი ვინ იყვნენ, ვერც შესაბამის მადლობას ვერ გადავუხდი მე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უფალი დალოცავთ და გააძლიერებთ იმ სიკეთისთვის, რაც მათ დღეს ჩემი შვილისთვის გააკეთეს.
ჯოჯოხეთიდან გამოგვიყვანეს, გამოგვიყვანეს კი არა გამოგვგლიჯეს.
აღდგომის გმირები არიან ჩვენი ოჯახისთვის, არიან და სამუდამოდაც ასე დარჩებიან ჩვენთვის, მადლობა” – ამის შესახებ ნინი ცოცხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.