“ოჯახი ყველაფერია, ოჯახს ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს, რა საკვირველია, ჩემი მშობლების დამსახურებაა. იმ დროში ოჯახს ძალიან დიდ ფასს აძლევდნენ, ახლა ჩქარ-ჩქარა შეუღლდებიან და გაცილდებიან.
მეც გაცილებული ვარ, მაგრამ, იცით, როგორ ვეპოტინებოდი (უნდა ვთქვა ეს სიტყვა)?!
გაგიჟდა კაცი, არასდროს ვიყავი სახლში, ძალიან რთული იყო, ამიტომ თვითონ წავიდა და არა – მე. დიდებული საქციელი ჩაიდინა – ის კი არა, რომ აღარ შეეძლო ჩემთან და მე ვეზარებოდი, არა, სწორედ იმიტომ დამტოვა, რომ მომცა თავისუფლება. მითხრა, მე შენ ხელს გიშლიო”, – ამბობს ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ზვიად სირაბიძის საავტორო გადაცემა “პროექციაში”.