“დამაფასეთ მე და ჩემი შრომა, ალექსანდრე არაფერ შუაშია ჩემს წიგნთან და აქაურ მიღწევებთან…“

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი საზოგადოების მხრიდან არსებულ სტერეოტიპებს პასუხობს და განმარტავს, რომ მის წარმატებაში მეუღლის ფინანსებს როლი არ უთამაშია. 

როგორც ცისნამი საყვარლიშვილი წერს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მისი შესაძლებლობების არ სჯერა და ყველაფერს მის ასაკოვან მეუღლეს მიაწერენ, მაშინ როცა ის წარმატებას საკუთარი, მუხლჩაუხრელი შრომით აღწევს.

„ხალხო, ვწუხვარ რომ ვერ გამიგეთ. მთელი ცხოვრება მართლა ძალიან ბევრს ვწავლობ, რომ რაღაცას მივაღწიო ცხოვრებაში. მხოლოდ ღმერთმა იცის, რომ ყველაფერს ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით ვაკეთებ. იგივე მესამე წიგნის ამერიკული ტური და ყველაფერი.

კი, ალექსანდრე ჩემი დიდი გულშემატკივარია, მაგრამ მას მე არაფერში არ ვაწუხებ. თავად ვიგებ და ვაკეთებ ყველაფერს.

ახალგაზრდებსაც სულ მაგას ვეუბნები, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ, შეუძლებელი არაფერიათქო.

არადა, ალექსანდრეს ასაკის გამო, უკვე აკრული მაქვს მარკა, “გოლდ დიგერი,” რაც არ ვარ და არასდროწ ვყოფილვარ.

9 წელია ცოლი ვარ და დღმედე არ ვიცი რამდენი ფული აქვს.

ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ, არაფერი განსაკუთრებული.

კი, დამეხმარა საბუთების გაკეთებაში, ირაკლის ჩამოყვანაში, კარგი ქმარია, მარა მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ჩემით ხდება და არა მისით.

ხოდა როცა ადამიანები ამას არ მიფასებენ, გული მწყდება.

ვიღაციებს დღემდე ის გონიათ, ალექსანდრეს ფულით მაქვს ბინები ნაყიდი, როცა მას არც კი ვიცნობდი რომ შევიძინე.

დამაფასეთ მე და ჩემი შრომა, ალექსანდრე არაფერ შუაშია ჩემს წიგნთან და აქაურ მიღწევებთან.

ადგილობრივ გაზეთებშიც თავად გავიკვლიე გზა.

პულიტცერის ცენტრთანაც.

ამას მაშინ ვეუბნები ყველაფერს, როცა უკვე დაგეგმილია და კეთდება.

ვწუხვარ რომ არ გჯერათ ჩემი შესაძლებლობების და გგონიათ ყველაფერს ქმარი მიკეთებს.

მაგაზე მწყდება გული და მეტი არაფერი“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.