– გარშემო ბევრი ნეგატივია, ამის ფონზე, ვერ იქნები ბოლომდე ბედნიერი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ხომ ჩვენ ვმართავთ?!
მე არ ვარ ნიჰილისტი, ყოველთვის იმედიანი ვარ. აღმართს ყოველთვის დაღმართი მოჰყვება და მჯერა, რომ რაღაც კარგი აუცილებლად მოხდება. ასე ვამხნევებ ჩემს თავსაც და სხვა ადამიანებსაც. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, საშინელი დარდი ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე, როგორ არ მმართოს ჩემმა ემოციებმა. არის ხოლმე მომენტები, როცა ვიღლები, მარტო ყოფნა მინდა, მაგრამ ეს იშვიათად ხდება – არ მიყვარს, როცა ვინმეს ვებრალები.
დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ბევრი ადამიანის იმედი ვარ, ვერ გავუცრუებ მათ ამ იმედებს იმიტომ, რომ ძალიან დიდი მისია მაკისრია მათთან. მე მამულიჩა მიდგას გვერდში, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიც, მაგრამ მამულიჩა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედი. პირველ რიგში ჩემს თავთან და შემდეგ – გარშემომყოფებთან არ მაქვს უფლება, რომ ცუდად გავხდე, – ამის შესახებ ლელა წურწუმიამ გადაცემაში “შეხვედრები ეკა ხოფერიასთან” ისაუბრა.