“დემნამ Balenciaga-ს “შავ სიაში” შემიყვანა, რადგან ვარ რუსი და მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს, ეს სულელური გადაწყვეტილებაა”

მომ­ღე­რა­ლი ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი ამ­ბობს, რომ რად­გან რუ­სე­თი­დან არის და მხარს უჭერს პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას “ბა­ლენ­სი­ა­გამ” ე.წ. შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა “ის არ აპი­რებს, უარი თქვას ამ ბრენ­დის ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე.

“მე არ ვუ­ღა­ლა­ტებ ჩემს პრე­ზი­დენტს…
“რა­ტომ უნდა მო­ვიკ­ლო ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა? (ბა­ლენ­სი­ა­გას სა­მო­სის ყიდ­ვა) პი­რი­ქით, ეს უფრო მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბულს მხდის. აჰა, მიკ­რძა­ლა­ვენ ყიდ­ვას?! მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვი შე­მოვ­ლით გზებს!“ – ამ­ბობს კირ­კო­რო­ვი.

კირ­კო­რო­ვის თქმით, ის იც­ნობს დემ­ნას ძმას, გუ­რამს, თუმ­ცა დემ­ნას – არა
“ვიც­ნობ გუ­რამს, დემ­ნას არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ვარ ბა­ლენ­სი­ა­გას ფანი. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ყვე­ლას შოუს ვეს­წრე­ბი, დემ­ნამ Balenciaga-ს “შავ სი­ა­ში” შე­მიყ­ვა­ნა, რად­გან ვარ რუსი და მხარს ვუ­ჭერ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს. ამ ბრენდში მთელ მსოფ­ლი­ო­ში არაფ­რის ყიდ­ვა არ შე­მიძ­ლია. პერ­სო­ნა­ლუ­რად მე ჩემი ბა­რა­თით ან ქე­შით არაფ­რის შე­ძე­ნა არ შე­მიძ­ლია. ეს სუ­ლე­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა…” – ამ­ბობს კირ­კო­რო­ვი.

 
ცნო­ბის­თვის, Balenciaga-მ კირ­კო­რო­ვი “შავ სი­ა­ში” 2023 წელს შე­იყ­ვა­ნა, მა­შინ როცა ბრენ­დის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, დემ­ნა გვა­სა­ლია იყო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად აიკ­რძა­ლა კირ­კო­რო­ვის­თვის Balenciaga-ს პრო­დუქ­ტე­ბის მი­ყიდ­ვა.

დემ­ნა გვა­სა­ლია ამ­ჟა­მად Gucci-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რია.